- Advertisement -

პრემიერმა ქვემო ქართლის რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა

394

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა და მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

"ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა იქნება. გარდაბნის მერობის კანდიდატი – რამაზ ბუდაღაშვილი, მარნეულის მერობის კანდიდატი – თემურ აბაზოვი, ბოლნისის მერობის კანდიდატი – დავით შერაზადიშვილი, დმანისის მერობის კანდიდატი – გიორგი ტატუაშვილი, წალკის მერობის კანდიდატი – ილია საბაძე, თეთრიწყაროს მერობის კანდიდატი – გიორგი ქორიძე.

პრემიერის თქმით, "ყველა ეს ადამიანი, თითოეული მათგანი არის ნამდვილი პროფესიონალი და ისინი მზად არიან, თავიანთი ცოდნა, გამოცდილება და ყველაზე მთავარი – სული და გული მოახმარონ ამ რეგიონის, პრობლემების გადაწყვეტას".

"დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათგანი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.ჩემო მეგობრებო,ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ჩვენი ძლიერი ქვეყანა და ერთად უნდა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო უკეთესი ხვალინდელი დღე. ამაში ერთი წამით არ მეპარება ეჭვი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად ამას აუცილებლად შევძლებთ",- აღნიშნა პრემიერმა.

Comments
Loading...