- Advertisement -

პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა

167

ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს პრემიერმინისტმა მამუკა ბახტაძემ 16 ივლისი გლოვის დღედ გამოაცხადა.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

შესაბამისი განკარგულება მთავრობის მეთაურმა რამდენიმე წუთის წინ გამოსცა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება", – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...