- Advertisement -

პრემიერმინისტრი ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს

530

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს. 

"გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს – 9 მაისს. ამ გამარჯვებისთვის ჩვენმა თანამემამულეებმა თავგანწირულად იბრძოლეს – ბევრი სახელოვანი და ბევრიც უსახელო გმირი გვყავს, რომელთა თავდადებაც დღემდე უცნობია. პატივს მივაგებ ჩვენი გმირების ხსოვნას და მათ უკვდავ სახელებს.
განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავ ამ დღეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ჩვენს ვეტერანებს და ქედს ვიხრი მათ წინაშე",-აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში. 

Comments
Loading...