პროკურატურა: ბურჭულაძის მეუღლეს ფონდმა, ავიაბილეთებისთვის 254000 ლარამდე გადაუხადა – გამოძიებას კითხვები აქვს

37

პაატა ბურჭულაძის მეუღლის ანგელა ვასილენკოს მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ უწყებას აქვს კონკრეტული კითხვები.

„საქმეზე მიმდინარე გამოძიება, ფაქტობრივად, დასკვნით ეტაპზეა. პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას საქვემლოქმედო ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელ პირთა მიერ ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე. ფონდის თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას გააჩნია კონკრეტული კითხვები პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანგელა ვასილენკოს სასარგებლოდ გადახდილ თანხებთან დაკავშირებით.

ფონდის მიერ ანგელა ვასილენკოსათვის ანაზღაურებულია ავიაბილეთების ღირებულება – დაახლოებით 254 000 ლარი, გადახდილია ხელფასი და სხვა ხარჯი – დაახლოებით 83 000 ლარი. მოპოვებული ინფორმაციის ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შემდგომ საქმეზე მიღებულ იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება.“, – აცხადებენ პროკურატურაში.

Comments
Loading...