- Advertisement -

პროკურატურა: ოჯახში ძალადობის 2 ფაქტზე ჩვენი მითითებით შსს-მ დაიწყო გამოძიება

559

საქართველოს მთავარ პროკურატურაში სახალხო დამცველის ორი წინადადება შემივიდა, რომელზეც პროკურატურის ინფორმაციით, მათი მითითებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში დაიწყო.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება მოქალაქე ე.თ.-ს მიმართ შვილის მხრიდან განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ნ.ქ.-ს და მისი არასრულწლოვანი შვილების მიმართ მეუღლის მხრიდან განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

მითითებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები",-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

Comments
Loading...