- Advertisement -

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგ სამი დეპუტატი: კახა ოქრიაშვილი, ემზელ მკოიანი და დიმიტრი ხუნდაძე წავიდნენ

23

კენჭისყრაში არ მონაწილეობდა 37 დეპუტატი, ხოლო პლენარურ სხდომას არ ესწრებოდა 4 დეპუტატი.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.
საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტი კონსტიტუციაში ცვლილებებს ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.
The post პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგ სამი დეპუტატი: კახა ოქრიაშვილი, ემზელ მკოიანი და დიმიტრი ხუნდაძე წავიდნენ appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...