- Advertisement -

პუშკინის სკვერთან პარკინგისთვის და პანორამის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური სტატუსი შეეცვალა

449

დედაქალაქის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთისა და ასევე, ბოტანიკურის მიმდებარედ 5000 კვ. მეტრზე თაბორის მთაზე მიწის გადაცემის საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

გადაწყვეტილებას მხარი საკრებულოს 28-მა წევრმა დაუჭირა, სამი წინააღმდეგი იყო.

თბილისის საკრებულოს დღევანდელ ღია სხდომა, რომელსაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ხმაურის ფონზე წარიმართა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. სხდომათა დარბაზიდან მერობის კანდიდატები ელენე ხოშტარია და ზაალ უდუმაშვილი გააძევეს. 

Comments
Loading...