- Advertisement -

ჟორჟოლიანი რუსთავი 2-ზე: ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არასაკმარისადაა ინფორმირებული

633

"მივესალმები იმას თუ საერთაშორისო ორგანიზაციები იქნება ეს თუ საერთაშორისო ინსტანციები, მათ შორის სტრასბურგი თუ სხვა ყურადღებას მიაქცევენ და დაწვრილებით განიხილავენ ამას",-ამის შესახებ ქართული ოცნების წარმომადგენელმა გია ჟორჟოლიანმა რუსთავი 2-თან განაცხადა.

"როგორც ჩვენში, ისე საზღავრგარეთ, მე ამას არ გეუბნებით სტრასბურგის სასამართლოზე, მე გეუბნებით ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფზე ან შესაძლოა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაზე, ისინი ვფიქრობ, რომ არასაკმარისად არიან ინფორმირებულები და, რაც მთავარია, პოლიტიზება შეიძინა პროცესმა, პოლიტიკური შინაარსი ამას შესძინა ძირითადად იმან, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არის წარმართული პოლიტიკური კამპანია, რომელიც არ არის დაკავშირებული სიტყვის თავისუფლებასთან,“ – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

Comments
Loading...