- Advertisement -

ჟურნალისტების პროტესტი აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტში

459

პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტებმა ცელოფნის პარკები თავზე ჩამოიცვეს და ამგვარად აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე პროტესტი გამოხატეს.

"გასაგებია ჩვენთვის თქვენი მესიჯი და ჩვენც სამოქალაქო ინტერგრაციის და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი რა თქმა უნდა მოწოდებული ვართ იმისთვის მაქსიმალურად დროულად მოხდეს ამ საქმის გამოძიება",-ასე გამოეხმაურა ჟურნალისტების პროტესტს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარე სოფო კილაძე.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი რამდენიმე დღის წინ თბილისიდან გაუჩინარდა, მოგვიანებით კი ის აზერბაიჯანში, ბაქოს საპყრობილეში აღმოჩნდა. მისი ადვოკატის ინფორმაციით, მუხთარლის თავზე ტომარა ჩამოაცვეს და თბილისის ცენტრიდან ასე გაიტაცეს. 

Comments
Loading...