- Advertisement -

რატიანი: სურათი საკმაოდ მძიმე სანახავია, მაგრამ როგორც ერთი მოაზროვნე იტყოდა, სადაც განსაცდელია, იქ ხსნაც არის

11

„კაცმა რომ თქვას, რა შეიძლება ამ მიმართულებით მომხდარიყო. სინოდს გამოძიების საშუალება არ აქვს, აბსტრაქტულ მსჯელობას რამდენად ექნებოდა აზრი. შესაბამისად, მათ ცნობად მიიღეს ის შინაარსი, რაც არის. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება უბრალოდ ვალდებულია ამ მიმართულებით გამოძიება დაიწყოს. ჩვენ რასაც ვხედავთ, შინაარსი არ უარყვია, არავის აქვს უფლება ამაზე პასუხი მოსთხოვოს. ერთადერთი გამოძიებას შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს ეს ფაქტი, რასაც ხელისუფლება არ აკეთებს. სინოდს შეეძლო ამაზე აბსტრაქტული მსჯელობა ეს არ გააკეთა და ცნობად მიიღო ინფორმაცია. უნდა ვთქვათ, რომ ამ მხრივ ხელისუფლებას აშკარად ინტერესთა კონფლიქტი აქვს, რადგან დასახელებული პირები არიან უმაღლესი თანამდებობის პირები“, – განაცხადა სერგო რატიანმა.
შეგახენებთ: გუშინ, საპატრიარქოში  წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს, ხოლო  წმინდა სინოდმა მეუფე იაკობს გაფრთხილება მისცა. ამასთან,  სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.
გუშინვე, თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი შეფასებით,  მსგავსი წარმოუდგენელი თავდასხმები საქართველოს პატრიარქზე, ქვეყნის სულიერ სიმბოლოზე, არის შეტევა ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე.
The post რატიანი: სურათი საკმაოდ მძიმე სანახავია, მაგრამ როგორც ერთი მოაზროვნე იტყოდა, სადაც განსაცდელია, იქ ხსნაც არის appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...