- Advertisement -

რატიანი: უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა ნახმარი სახელმძღვანელოების პროგრამად გადაიქცა

604

"მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი განათლების სამინისტროს, მიერ შემუშავებულ გრიფირების წესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რეგულაციებით რომელიც განათლების სამინისტრომ შემოიღო, ის ადამიანები და კომპანიები ზარალდებიან, რომლებიც ხელს უწყობენ წიგნის გავრცელებას საქართველოში. 

„პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ აშკარად იკვეთება ხელისუფლების ფარული კორუფციული სქემა, იმიტომ რომ 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით 36 მილიონი არის წიგნების შესყიდვაზე და დაბეჭდვაზე დახარჯული, საიდანაც 32 მილიონი გაიხარჯა პირდაპირი შესყიდვის წესით ყოველგვარი ტენდერის გარეშე და ეს არის აშკარა და სერიოზული პრობლემა რომელიც იკვეთება.

მეორე სერიოზული პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს პროგრამა გადაიქცა უფასო სახელმძღვანელოების პროგრამიდან ნახმარი სახელმძღვანელოების პროგრამაზე, იმიტომ რომ მოსწავლეები ვეღარ ღებულობენ ფაქტობრივად ახალ სახელმძღვანელოებს. ეს არის კიდე ერთი დიდი პრობლემა, რომ ფაქტობრივად საავტორო უფლებების წართმევით და იმ რეგულაციებით რომელიც შემოიღო სამინისტრომ ის ადამიანები და კომპანიები ზარალდებიან, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ წიგნის გავრცელებაში საქართველოში. ასევე სახელმძღვანელოების ხარისხის პრობლემაც ძალიან აშკარაა",-განაცხადა სერგო რატიანმა. 

Comments
Loading...