- Advertisement -

რატი იონათამიშვილი: შშმ პირთა სოციალურ მოდელზე გადასვლა გამოწვევად რჩება

581

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და არსებულ გამოწვევებზე სოციალურ ქსელში წერს. რატი იონათამიშვილი ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებს აჯამებს, გამოწვევებს შორის კი, ფიზიკური გარემოს ადაპტირებას და მისაწვდომობის გაზრდას; შშმ პირთა სოციალურ მოდელზე გადასვლა, სოციალური მოდელის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელებას; და გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის ნაწილში არსებულ ხარვეზებს ასახელებს.

რატი იონათამიშვილი „ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის“ ქვეპროგრამასც ეხება და აღნიშნავს, რომ კუთხით, მთავარ გამოწვევად რჩება სარეზერვო სიები და გეოგრაფიული არეალის კიდევ უფრო გაზრდა. მისივე თქმით, იგივე ვითარებაა „ბავშვთა ადრეული განვითარების“ პროგრამაში.

"შშმ პირთა უფლებების დაცვა ჩვენი უმთავრესი გამოწვევა და ამოცანაა. უფრო ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა არ კეთდება და ხანდახან უკვე გაკეთებული საქმის წარმოჩენა არ ხდება. ჩვენ ეს მიგვაჩნია ჩვენ საქმედ, ნაკისრი ვალდებულების შესრულებად, ამიტომ არ "ვაპიარებთ", სხვებს კი არ აინტერესებს თუ კეთდება რამე, რადგან კრიტიკა, როგორც წესი, ყველგან უფრო კარგად "იყიდება". ამიტომ გადავწყვიტო ჩამოვწერო ზოგიერთ იმ საქმის შესახებ, რაც ბოლო წლებში შშმ პირთა უფლებებისთვის გაკეთდა საქართველოში:
საქართველოს კონსტიტუციის პროექტში ჩნდება ახალი ჩანაწერი – “სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.” შშმ პირთა უფლბები ადის კონსტიტუციის დონეზე (უფრო მაღალი სტანდარტი არ არსებობს), ფაქტიურად ეს იგივე პასუხისმგებობის აღებაა სახელმწიფოს მხრიდან, რაც გაეროს შშმ პირთა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება იქნება, თუმცა ამ უკანასკნელის რატიფიცირებაც ავიღეთ და ვფიქრობთ ამაწლის შემოდგომაზე დავასრულებთ პროცესს.

განხორციელდა ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმა, რჩება გამოწვევები და საჭიროა რეფორმის მეორე ტალღა, რაზეც უკვე დაწყებულია მუშაობა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი რეფორმის განხორციელება არ დაუწყია ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასაც კი.

თბილისის მერიამ შეიძინა თანამედროვე, სრულად ადაპტირებული 143 ერთეული ავტობუსი. ეს იყო პირველი პრეცედენტი თბილისში ადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოყვანის და შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა განახლდეს თბილისის ავტოპარკი. ყველა სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც შეიძენს თბილისის მერია იქნება ადაპტირებული.

სპორტის სასახლე და დინამო არენა სრუად იქნა ადაპტირებული შშმ პირთათვის. სპორტის სასახლეში მოეწყო 2 სველი წერტილი, ელექტრო პლატფორმა, პანდუსი, ადაპტირებულ იქნა VIP ლოჟა, ხოლო დინამო არენაზე გაკეთდა – 4 ადაპტირებული სველი წერტილი, დამონტაჟდა VIP სივრცეში ასასვლელი ელექტრო პლატფორმა (4 სართულის დონეზე), ადაპტირებულ იქნა აღმოსავლეთ ტრიბუნები, უსინათლოთათვის მოეწყო ტიფლოკომენტირების სისტემა.

BLACK SEA ARENA – ყველაზე ადაპტირებული საკონცერტო სივრცე არამარტო საქართველოში, არამედ შეიძლება ითქვას, რომ მთელ რეგიონში.

თბილისის საკონცერტო დარბაზი (ფილარმონია) – ადაპტირებულია შშმ პირთათვის. დამონტაჟდა ვერტიკალური ლიფტი, მოეწყო ადაპტირებული სველი წერტილი.

2014-15 წლებში მოხდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის ადაპტირება. მერიაში მოეწყო ტაქტილური ბილიკები, ადაპტირებული სველი წერტილები, ხოლო საკრებულოში დამონტაჟდა 5 ელექტრო პლატფორმა და ერთი ვერტიკალური ლიფტი. მათ შორის, მოხდა დ. ყიფიანის სახელობის ისტორიული სხდომათა დარბაზის ადაპტირება. ეს იყო პასუხი, როგორ უნდა განხორციელდეს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში არსებული შენობის ადაპტირება.

პარაოლიმპიური მოძრაობის და შშმ პირთა სპორტის განვითარება: აშენდა და კეთილმოეწყო თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის სპორტული-კომპლექსი, რომელიც არის სრულად ადაპტირებული და სადაც ვითარდება შშმ პირთა სპორტის 12 სახეობა, ჩართულია 150 შშმ სპორტსმენები. გვყავს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები. რიოს პარაოლიმპიური თამაშების გამარჯვებული!

მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები თბლისის მერიასა და საჯარო რეესტრის სივრცეებში: დაპროექტა უნივერსალური დიზაინის პრინციპით: მოეწყო ტაქტილური ბილიკები. უსინათლოთა დაფები, დაინერგა ჟსტური ენის სერვისი და სხვა.

თბილისის მერიამ 2015 წელს დაიწყო აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა დამოზარდთა რეაბილიტაციის პროგრამა, დღეს რეაბილიტაციას გადის 600 ბენეფიციარი. პროგრამა დაინერგა თელავში, ბათუმში, ზუგდიდში, ფეხს იკიდებს ქუთაისში. გეოგრაფიული არეალის გაშლაზე მიმდიანრეობს კონსულტაციები.

ჟესტური ენის პოპულარიზაცია – იყო სურდოთარჯიმნების დეფიციტი, მათი საშუალო ასაკი ცილდებოდა 40 წელს. თბილისის მერიის პროგრამის მეშვეობით, ყრუთა კავშირთან თანამშრომლობით მოხდა ახალგაზრდების დაინტერესება და გადამზადება. გაორმაგდა თარჯიმნების რაოდენობა, გაახალგაზრდავდა საშუალო ასაკი. პროგრამის სპეციფიკამ უზრუნველყო ჟსტურ ენაზე მოთხოვნილების გაზრდა – სულ უფრო მეტი ტელე-გადაცემა, სერვისი და სხვა ადაპტირდა ჟესტური ენით.
თბილისის მერიაში 2015 წელს შეიქმნა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო. საბჭომ უზრუნველყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა ჩართულობის გაზრდა. კერძოდ, შშმ პირთა რეკომენდაციებით დამტკიცებულ იქნა შემდეგი პროგრამები და სერვისები:

დღის ცენტრების თანადაფინანსების პროგრამა, ეს იყო პირველი პრეცედენტი როცა მუნიცპალიტეტი შევიდა

ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის თანადაფინანსებაში. შედეგი უშუალოდ შეეხო 120-ზე მეტ შშმ პირს და ოჯახს;
უსინათლოთა პერსონალური ასისტენტით მომსახურების პროგრამა;

ცვლილებათა პაკეტი თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების წესში;

თბილისის ადაპტირების სამწლიანი სამოქმედო გეგმა;

41-ე დადგენილების აღსრულების მონიტორინგს 2016 წლის მეორე კვარტალიდან ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია. ამა პროცესმა უნდა გაზარდოს აღსრულების ხარისხი;

აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა რეაბილიტაციის პროგრამა და სხვა.

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრაში შშმ პირთა მომსახურება პრიორიტეტად იქნა დამტკიცებული, რამაც გაზარდა ხელმისაწვდომობის ხარისხი სადაზღვეო პოლიტიკაზე.

საქართველსო მთავრობამ 2014 წლის 6 იანვარს დაამტკიცა შშმ პირთა სივრცის მოწყობის რეგლამენტი. მანამდე საკანონმდებლო რეგულაცია არ არსებობდა. ცხადია, საჭიროებს ეს რეგლამენტი ცვლილებას, მაგრამ ეს იყო ეფექტური ნაბიჯი, რადგან სივრცის მოწყობის საკითხი საკანონმდებლო ჭრილში მოაქცია. მის ახალ რედაქციაზე უკვე დაწყებულია მუშაობა.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით ყოველწლიურად დამტკიცებული „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მოქმედებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამა, რამდენიმე თვის წინ იყო რისკი პროგრამის ეფექტურ განხორციელებასთან დაკავშირებით, მაგრამ პრობლემა აღმოიფვრა და ხელმისავდომობა უფრო გაიზარდა. რჩება გამოწვევები, რაც ბუნებრივია, მაგრამ უკვე დამკვიდრებული ვექტორი აღარ შეიცვლება.

„ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის“ ქვეპროგრამა” – 2013 წლამდე მომსახურების მომწოდებელი იყო მხოლოდ 6 ორგანიზაცია. 2014 წლიდან მომსახურება დამატებით ხორციელდება ქალაქ თბილისის 5 დაწესებულებაში, ასევე ქალაქ ქუთაისში, ბათუმში, თელავში, გორში, დაბა ჩაქვსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში. მიუხედავად ამისა, მთავარ გამოწვევად რჩება სარეზერვო სიები და გეოგრაფიული არეალის კიდევ უფრო გაზრდა. საქართველოს პარლამენტმა როგორც ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტის ფარგლებში საჯაროდ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ 2018 წლიდან სრულად უნდა აღმოიფხვრას სარეზერვო სიები, წინააღმდეგ შემთხვევაში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი არ იქნება დამტკიცებული. იგივე ვითარებაა „ბავშვთა ადრეული განვითარების“ პროგრამაში.

წამრატებით ხორციელდება ინკლუზიური პროფესიული განათლება. სასწავლო პროცესი მიდინარეობს ადაპტირებულ გარემოში (ინივერსალური დიზაინის პრინციპებით კეთილმოწყობილ სივრცეებში), სულ უფრო იზრდება შშმ სტუდენტების რიცხვი.

რჩება მთელი რიგი გამოწვევები:

ფიზიკური გარემოს ადაპტირება და მისაწვდომობის გაზრდა;

შშმ პირთა სოციალურ მოდელზე გადასვლა, სოციალური მოდელის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელება;

არის ხარვეზები გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის ნაწილში და სხვა.

ამიტომ ჩემს წერილს იმავე სიტყვებით დავასრულებ, რითაც 14 ივნისს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული ჩემი განცხადება: “ჩვენ ბოლომდე მივყვებით ყველა იმ პრობლემას და გამოწვევას, რომელიც ჩვენს წინაშე დგას და არ მოვისვენებთ მანამ, ვიდრე თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის პროცესი ჩვენს ქვეყანაში შეუქცევადი არ იქნება”,-წერს რატი იონათამიშვილი. 

Comments
Loading...