მთის ჩამოშლის შედეგად ჩაკეტილი გზა უკვე გავწმინდეთ და გამავალია, თუმცა, ქვათა ცვენა ისევ ხდება და ადგილზე გავლა სარისკოა. მოსახლეობას არ ვურჩევთ აღნიშნულ გზაზე გავლას,"- ამის შესახებ ამბროლაურის გამგებელმა მალხაზ ლომთაძემ ,,აიპრესთან" განაცხადა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ სოფლებთან დამაკავშირებელი გზა არსებობდეს, მთაზე შემოვლითი გზის რეაბილიტაცია დაიწყეს და დღეს საღამოს ალტერნატიული გზა გაიხსნება.
,,სიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ. ეს გზა გუშინ ღამე უკვე გავწმინდეთ და გამავალი გავხადეთ, თუმცა ადგილზე ქვათა ცვენის საშიშროება ისევ არსებობს. ამიტო გზა ისევ ჩავკეტეთ. გზის გაწმენდა ისევ მიმდინარეობს თუმცა, აქ გავლა ძალიან სარისკოა.
დღეს დილის 6 საათიდან დავიწყეთ მთაზე შემოვლითი გზის რეაბილიტაცია 3 სოფელთან დასაკავშირებლად. გზა რელიეფურად რთულია თუმცა, აუცილებელი სოფლებთან დასაკავშირებლად,"-განაცხადა მალხაზ ლომთაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რაჭაში, ლუხუნის ხეობაში მთის ჩამოშლის შედეგად 3 სოფელთან დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა. სოფლებში 900-მდე ოჯახი ცხოვრობს.