- Advertisement -

რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახნავ-სათესი მიწები დაიტბორა

779

უხვმა ნალექმა რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც სავარგულების და სახნავ–სათესი მიწების ნაწილი დაიტბორა. 

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. შექმნილია სპეციალური კომისიაც, რომელიც შეისწავლის მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობას, რის შემდეგაც მოხდება შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

Comments
Loading...