- Advertisement -

რაჭის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

422

 

როგორც "აიპრესისთვის" გახდა ცნობილი, შემდეგი კვირიდან რაჭის გუბერნატორი, პაპუნა მარგველიძე თანამდებობას დატოვებს, მიზეზად მის მიერ სხვა სამსახურში გადასვლა სახელდება.

როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ოფიციალურად განცხადებას ის უახლოეს დღეებში გააკეთებს. აქვე შეგახენებთ, რომ თანამდებობას ტოვებს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, თუმცა არაოფიციალური ვერსიით, საკადრო ცვლილებების შესახებ გადაწვეტილება ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრმა ზურა ალავიძემ მიიღო. 

სავარაუდოდ საკადრო ცვლილებები კვლავ გაგრძელდება, რაც მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება.

ინფორმაციის დასაზუსტებლად "აიპრესი" უკავშირდებოდა როგორც თავად გუბერნატორის ასევე პრესასთან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან, თუმცა არც ერთმა მათგანმა სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

Comments
Loading...