- Advertisement -

რეგულირების სააგენტო: ფარმაცევტულ ბაზარზე სამართალდარღვევის 149 შემთხვევა გამოვლინდა

583

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო მიერ ფარმაცევტული ბაზრის კონტროლის შედეგად, შემოწმებულ დაწესებულებებში, 2017 წლის მდგომარეობით, სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა 149 შემთხვევაში, რაზეც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. 

"პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის დადგენილი წესების დარღვევა (მათ შორის ურეცეპტოდ გაცემა) დაფიქსირდა 22 დაწესებულებაში, ხოლო მე-2 ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტის გარეშე გაცემის ფაქტი დადასტურდა 79 შემთხვევაში. ამ ეტაპზე, კონტროლის ღონისძიებები, მიმდინარეობს ქ. ქუთაისში და კახეთის რეგიონში, სადაც გამოვლენილ სამართალდარღვევებზე ტარდება შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებები",-აღნიშნულია სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის კონტროლსა და ზედამხედველობას პერმანენტულად ახორციელებს.

Comments
Loading...