- Advertisement -

რევაზ არველაძე: თუ პარლამენტში არ შემიშვებენ წავალ და ლექციებს წავიკითხავ

11

პარლამენტის უხუცესი დეპუტატის, უმრავლესობის წევრის, რევაზ არველაძის განცხადებით, თუ პარლამენტში არ შეუშვებენ, წავა და ლექციებს წაიკითხავს.
“მე არ მიმაჩნია სწორად იმ 40 დეპუტატის საქციელი, რომელმაც არ მისცა ხმა ამ კანონპროექტს. მიუხედავად იმისა, რომ მე ვფიქრობდი, რომ შესანარჩუნებელია მაჟორტარული სისტემა, რახან გუნდმა გადაწყვიტა, მეც დავთანხმდი. დღეს მოვედი აქ სამსახურში. ჩემი სამსახური არის აქ. სამი კანონპროექტია ენერგეტიკაზე შემოსული და ეს უნდა მენახა. არ მომცეს საშუალება შესვლის. მე არც არავის არ ვაგინებ. ყველას თავისი მოსაზრება აქვს. ყველას თავისი საშუალება აქვს საკუთარი მოსაზრება გამოთქვას და არა ზურგში მუშტების რახარუხი. თუ ვერ მოვახერხე შესვლა, არ შევალ და ეგ იქნება.”,-ამბობს რევაზ არველაძე.
რევაზ არველაძემ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა.

Comments
Loading...