- Advertisement -

რეპერი მიხეილ მგალობლიშვილი 50 ათის ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

633

"ბირჟა მაფიას" წევრს, რეპერ მიხეილ მგალობლიშვილს აღკვეთ ღონისიძიებად გირაო შეეფარდა. გიორგი ქებურიას სასამართლო პროცესი კი დღეს 15:00 საათზე გაიმართება.

როგორც "აიპრესს" სააპელაციო სასამართლოში განუცხადეს, რეპერი 50 ათის ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, შსს განცხადებით, გიორგი ქებურია და მიხეილ მგალობლიშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. რეპერებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. 

Comments
Loading...