- Advertisement -

რიკოთის უღელტეხილზე 53 კილომეტრიანი ოთხზოლიანი გზის მშენებლობა იწყება

562

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე, ახალი, 53 კმ სიგრძის გზის მშენებლობა იგეგმება, რომელიც მგზავრობის დროს 40 წუთით შეამცირებს.

"►ამ დროისათვის 11კმ-იან მონაკვეთზე უკვე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები (ჩუმათელეთი-ხევი), იწყება 42 კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტირება (ხევი-არგვეთა)

 

►პროექტი – ოთხზოლიანი გზის, ახალი ხიდების, გვირაბების მშენებლობას ითვალისწინებს. მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები.

 

►რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამდეროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ამ მონაკვეთის მშენებლობა ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებასა და მგზავრობის დროის შემცირებას". 

Comments
Loading...