- Advertisement -

რკინიგზა “აეროსმიტის” კონცერტთან დაკავშირებით, თბილისში დასაბრუნებლად დამატებით რეისს ნიშნავს

551

„აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრებად მიმავალი მგზავრების თხოვნით, საქართველოს რკინიგზა კონცერტის დასრულების შემდეგ, ქ. თბილისში დასაბრუნებლად კიდევ ერთ დამატებით რეისს ნიშნავს(#859).

"მატარებელი „ბლექსი არენასთან“ მდებარე ახალი სარკინიგზო ბაქნიდან 01:50 გამოვა და ქ. თბილისში ჩამოვა 06:30. ბილეთები იყიდება, როგორც ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, ასევე ელექტრონულად და სწრაფი გადახდის აპარატებით. გთხოვთ იჩქაროდ, ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია",-აღნიშნულია საქართველოს რკინგზის განცხადებაში. 

Comments
Loading...