- Advertisement -

რკინიგზის დეპარტამენტთან გურჯაანში დასაქმებული რკინიგზელების აქცია მიმდიანრეობს

494

 

ამ წუთებში საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან აქცია მიმდინარეობს ლოზუნგით "რკინიგზის მენეჯმენტი რკინიგზელებს აშიმშილებს", "მენეჯმენტს რკინიგზელების არ ესმის", "შიმშილობის პირველი დღე". აქციის მონაწილეებმა რკინიგზის დეპარტამენტის შენობასთან კარვის გაშლა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.

"აიპრესთან" რკინიგზელთა ახალი პროფკვაშირების სალიანდაგო პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარე თენგიზ დვალიშვილი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები კახეთიდან მარნეულში სამუშაოდ გადაყვნას აპროტესტებენ. 

"ეს ხალხი მუშაობდა კახეთის სალიანდაგო სამმართველოში გურჯაანის რეგიონში, საიდანაც ამ ხალხის გადმოყვანა მოხდა მარნეულის მიმართულებით. ეს რკინიგზელები აპროტესტებენ იმას, რომ თავისი ხელფასით ვერ შეძლებენ გურჯაანიდან მარნეულშუი სიარულს, ეს ფიზიკურადაც შეუძლებელია, რადგან დილის 8 საათზე უნდა გამოცხადდენენ თბილისში და იქიდან მარნეულში წავიდნენ სამუშაოდ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, მათ შესაბამისი პირობები შეუქმნას საქართგელოს რკინიგზამ, ან ანაზღაურება დაუმატოს გაზრდილი ხარჯების ან დატოვონ სამუშაოდ კახეთის რეგიონში. როგორც ამ ადამიანებმა განაცხადეს დაიბარეს თათბირზე და რაღაცაზე მოაწერინეს ხელი და უთხრეს რომ სახელი ეცვლებოდა მათ სამსახურს და არ განუმარტეს რომ ადგილმდებარეობაც იცვლებოდა. დაიბარეს თბილისში თათბირზე და იქ უთხრეს ეს. ამ ადამიანებმა იქვე გააპროტესტეს ეს და არ წავიდნენ სამუშაოდ. თხოვნის წერილით მიმართეს გეერალურ დირექტორს, რომ ისინი სამუშაოდ დაეტოვებინა კახეთის რეგიონში მაგრამ გამოხმაურება არ ყოფილა", – განაცხადა თენგიზ დვალიშვილმა.

Comments
Loading...