- Advertisement -

როგორია განახლებული სკვერი ვაჟა-ფშაველას ძეგლთან (ფოტორეპორტაჟი)

1,504

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ძეგლის უკან მდებარე სვერში ოვალური თარგის გამწვანების სამუშაოები დაასრულა.


 

ტერიტორიაზე გამოიცვალა მიწის ზედაპირი, აღდგენილია სარწყავი სისტემა, ასევე, დაიდგა დეკორატიული სანათები, დაირგო იშვიათი ჯიშის ხე-მცენარეები – 15 ძირი მრავალწლოვანი ზეთისხილი, ლეილანდები, არიზონას კვიპაროსები, ჯუჯა ფოტინიები, ვარდები, სეზონური ყვავილები, დაიგო რულონური ბალახი.


 

 

დასრულებული სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროს გოგა წერეთელთან ერთად დაათვალიერა.

„ჩვენ მეორე ეტაპის სამუშაოებსაც გავაგრძელებთ. ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან მშენებარე მეტროსადგურამდე, ეს ტერიტორია მთლიანად კეთილმოეწყობა, უკეთ გამწვანდება და ქალაქში კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სივრცე შეგვემატება“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

Comments
Loading...