ურორტ "ბეშუმში" სახალხო ზეიმი "შუამთობა" ტრადიციულია და ყოველ წელიწადს ტარდება, იგი აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართება,სადაც სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ მარალმთიან აჭარაში ხვადასხვა თემისთვის დამახასიათებელი კერძები.
მაღალმთიანი აჭარის მკვიდრმა იზოლდა სურმანიძემ წელს "შუამთობაზე" სხალთა-ხიხანის ხეობისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძები "სინორი","ერიშტა" და "ბაქლავა"წარმოადგენდა.
იზოლდა სურმანიძე "აიპრესს" "სინორი"-ს მომზადების წესზე ისაუბრა მისივე თქმით, აღნიშნულ კერძებს ხეობაში განსაკუთრებული სტუმრისთვის ამზადებენ.
"სინორი" ჩვენ ხეობაში ერთ-ერთი ტრადიციული კერძია. იგი მზადდება შემდეგნაირად:
1. მოვამზადებთ რბილი ცომის მასას და გავაბრტყელებთ ძალიან თხელ ფენებად. 2. გამოვაცხობთ და ვახვევთ. 3. შემდეგ დავჭრით პატარა ნაჭრებად.
ცალკე ნადუღს გავხსნით წყალში გავაცხელებთ და მოვასხამთ უკვე მომზადებულ სინორზე. ამ ყველაფრის შემდეგ კერძს მოვასხათ გამდნარი კარაქს, რომელსაც უკვე აქვს ყავისფერი შეფერილობა. რამდენიმე წუთით კერძი გავაჩეროთ ნელ ცეცხლზე. რის შემდეგ შეგვიძლია "სინორი" დავაგემოვნოთ", – განაცხადა იზოლდა სურმანიძემ.
ავტორი ციური სოლომონიძე