- Advertisement -

როგორ მოემზადა ნაკრას ხეობა წყალდიდობის სეზონისთვის

50

ნაკრას ხეობის მოსახლეობა ისტორიულად, წყალდიდობის სეზონს სრულიად დაუცველი ხვდებოდა. სტიქიის შედეგად სოფლებში სახლები, ეზოები და სასოფლო სავარგულები ზიანდებოდა.

პირველი გაზაფხულია, წყალმოვარდნის საფრთხე აქ მნიშვნლოვნადაა შემცირებული. გასულ წელს ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, “ნენსკრა ჰიდრომმდინარე ნაკრას ორ მონაკვეთზე კალაპოტი ქვაღორღისგან გაწმინდა და ნაპირსამაგრი სამუშაოები განახორციელა.

რა მოცულობის  სამუშაოები ჩატარდა ნაკრას კალაპოტში და რამდენად დაცული იქნება მოსახლეობა მომავალში? – ამ თემებზე მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ნაკრას თემის მაცხოვრებელი როდამ გვარმიანი მოგვითრობს

–  რამდენად მნიშვნელოვანი იყო ხეობის მოსახლეობისთვის აღნიშნული პროექტის განხორციელება?

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეს პროექტი ინვესტორსა და მოსახლეობას შორის თანამშრომლობის არაჩვეულებრივი მაგალითია. სამუშაოები ადგილზე სწორედ მოსახლეობის თხოვნით ჩატარდა.  

ხეობაში მრავალი წელია, არსებობს  წყალდიდობებისას საცხოვრებელი სახლებისა და მიწების დატბორვის პრობლემამდინარის ორივე ნაპირი წყალდიდობების შედეგად მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. მარცხენა ნაპირზესადაც ფერდობია და წყალმოვარდნების შედეგად ეროზიაა დაწყებულიმოსახლეობა საფრთხეში ცხოვრობს. საცხოვრებელი სახლების კედლები დაბზარულია, რის გამოც პრობლემა დროულად საჭიროებდა გადაწყვეტას.  

რაც შეეხება მარჯვენა ნაპირს, სადაც ასევე სახლობენ ადგილობრივები, აქ ძირითადად სასოფლოსამეურნეო ტერიტორიებია დაზიანებული. მთლიანად განადგურებულია სახნავსათიბი მიწები, საკარმიდამო ნაკვეთები. ამიტომ ნაპირსამაგრი და კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო თემის მაცხოვრებლებისთვის.

–  როდის დაიწყონენსკრა ჰიდრომმდინარე ნაკრაზე ნაპირსამაგრი და კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები?

 –  აღნიშნული პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობით, ნაკრას თემის განვითარების კომიტეტის აქტიური ჩართულობითა დანენსკრა ჰიდროსდაფინანსებით განხორციელდა.

პროექტზე მუშაობა 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყო. თავდაპირველად განხორციელდა ხეობის გეოლოგიური შესწავლა, პროექტირება, 2019 წლის გაზაფხულზე კი ჩატარდა ტენდერი და შესრულდა სამუშაოები.  

რა მოცულობის სამუშაოები ჩატარდა მდინარეზე და რამდენი მონაკვეთი გამაგრდა?

–   პროექტის ფარგლებში სამუშაოები მდინარე ნაკრას ორ – 300 და 400-მეტრიან მონაკვეთზე შესრულდა. 300-მეტრიან მონაკვეთზე გაიწმინდა და გაფართოვდა მდინარის კალაპოტი, ხოლო შემდეგ მდინარის ორივე მხარეს შემოზიდული მსხვილი ქვით ნაპირსამაგრი ჯებირები მოეწყო. რაც შეეხება 400-მეტრიან მონაკვეთს, იქ ჩატარდა კალაპოტის გაწმენდაჩაღრმავება, ადგილზე მოზიდული მასალით ნაპირი გამაგრდა.

ორივე პროექტი, პრობლემის სიმძიმიდან გამომდინარეუმნიშვნელოვანესია მოსახლეობისთვის: წყალდიდობების შედეგად დასახლებულ უბნებს რეალური საფრთხე ექმნებოდა, დღეს კი შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდაა.  

–  რამდენი სოფელია ნაკრას ხეობაში და თუ მოხერხდა პროექტში ადგილობრივების დასაქმება?

–  ნაკრას თემში  შედის 11 სოფელი, რომელთა მოსახლეობა 120 კომლს, ანუ დაახლოებით 450-მდე მაცხოვრებელს შეადგენს. სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარეძირითად საქმეს ტექნიკა აკეთებდა, თუმცა პროექტში 10-მდე ადგილობრივის დასაქმება მაინც მოხერხდა.  

–  შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ ნაკრას ხეობა ამ პროექტის წყალობით წყალდიდობების სეზონს მომზადებული ხვდება?

 – ნაკრას ხეობაში წყალმოვარდნები ფაქტობრივად, ყოველ წელს ხდება. ეს მოვლენები 10-15 წლის წინ დაიწყო, ბოლო წლებში კი  განსაკუთრებით გააქტიურდა და უკვე მნიშვნელოვან პრობლემად იყო ქცეული. ბოლო წლებში სტიქიის შედარებით მცირე მასშტაბების მიუხედავად, ჭუბერის მოსახლეობა მნიშვნელოვნად დაზარალდა. ამ პროექტის წყალობით კონკრეტული ოჯახების უსაფრთხოება უკვე უზრუნველყოფილიაუბნებზე, სადაც გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა, მოსახლეობა ფაქტობრივად, გარანტირებულად იქნება დაცული წყალდიდობის საფრთხისაგან.

უნდა აღინიშნოს ასევე, რომ ეს პირველი პროექტი არ არის, “ნენსკრა ჰიდროსმსგავსი სამუშაოები როგორც ნაკრაზე, ისე სხვა ღვარცოფულ მდინარეებზე გასულ წლებშიც აქვს ჩატარებული.  

ამ პროექტის გარდა, კიდევ რით ეხმარებანენსკრა ჰიდროადგილობრივ მოსახლეობას?

–  გარემოსდაცვითი პროექტების გარდა, კომპანიანენსკრა ჰიდროსნაკრას თემის განვითარების კომიტეტთან თანამშრომლობით სხვადასხვა სოციალური პროექტები აქვს განხორციელებული. ესენია: საბავშვო ბაღისა და სკოლის აღჭურვა საჭირო ინვენტარით, ასევე ნაკრას თემის თერთმეტივე სოფელში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო და ახალი პროექტების შესრულება. წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ წამოიწყო, შემდეგ წელს კი მისი დაფინანსება დაიწყონენსკრა ჰიდრომ”. წელს უნდა დასრულდეს სამუშაოების მეორე ეტაპი, რაც მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. გასულ წელს სამუშაოები 7 სოფელში შესრულდა, წელს კი ნაკრას ცენტრალურ ნაწილში სათავო ნაგებობის რეაბილიტაცია დასრულდება.  

გარდა ამისა, კომპანიას აქვს სოციალური პროექტი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მექანიზაციით დახმარებას გულისხმობს. თითოეულ ოჯახს საშუალება აქვს, სამშენებლო და სამეურნეო მიზნებისთვისნენსკრა ჰიდროსტექნიკით უსასყიდლოდ ისარგებლოს და ეს ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება. პროექტით მოსარგებლე თითოეული ოჯახი კომპანიისგან 3000 ლარამდე ღირებულების მომსახურებას სრულიად უფასოდ იღებს.  

სსნენსკრა ჰიდროკორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სსსაპარტნიორო ფონდისთანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას განახორციელებს. ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.

 

Comments
Loading...