- Advertisement -

რომან გოცირიძე: არასწორი პარკირებისთვის ჯარიმის გაზრდის საკითხი პროფილურ კომიტეტებზე არ განხილულა

35

​მისი განმარტებით, დედაქალაქის მერმა თქვა, რომ აღნიშნული ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა, მაშინ, როდესაც საკითხი მესამე მოსმენით არის კენჭსაყრელი.
“საკითხი გადაიდოს, ვიდრე უფრო დაწვრილებით არ იქნება განხილული და მასზე პროფილური კომიტეტები არ იმსჯელებენ. ეს საკითხი რამდენიმე თვის წინ ყოფილა იურიდიულ კომიტეტზე შეტანილი და მისი განხილვა მხოლოდ ამ კომიტეტის ფარგლებში არის არასწორი” განაცხადა რომან გოცირიძემ, რასაც გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
​მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამ საკითხის განხილვა პარლამენტში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
“ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ, რომ ვიღაცამ რაღაც არ განიხილა. ჩვენ ვეთანხმებით გადადებას, მხოლოდ იმ არგუმენტებიდან გამომდინარე, რომ ვიდრე შესაბამისი რეფორმა სანამ ბოლომდე არ განხორციელდება, ამ კანონის ამოქმედება მანამდე გადავდოთ” -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ: პარლამენტის მიერ, ორი მოსმენით მიღებული კანონის პროექტის არეგულირებს სატრანსპოროტო საშუალების პარკირებასთან, დგომასა და გაჩერებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, ნებართვის მქონე ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით; სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUSLANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, –გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით; ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების (გარდა კანონმდებლობით დაშვებული გამონაკლისებისა) მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით; წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის გარეშე,- გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით)
The post რომან გოცირიძე: არასწორი პარკირებისთვის ჯარიმის გაზრდის საკითხი პროფილურ კომიტეტებზე არ განხილულა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...