- Advertisement -

რომან გოცირიძე: ასეთი სახის კონსტიტუციის მიღება ხელისუფლებას არ შერჩება

388

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, საქართველოში არც ერთი „სერიოზული პარტია“, არასამთავრობო ორგანიზაცია და ექსპერტი მხარს არ უჭერს საკონსტიტუციო ცვლილების იმ პროექტს, რომელიც ხვალ, პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ.

"ხვალ უმრავლესობა აუცილებლად მიიღებს ამ კონსტიტუციას. ეს არის ძალადობრივად შექმნილი, ანტისახალხო დოკუმენტი. მოსახლეობის 90%-ს უნდა პრეზიდენტის არჩევნები იყოს პირდაპირი წესით.

საქართველოში არ არსებობს არც ერთი სერიოზული პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტიც კი, რომელიც მხარს უჭერდეს კონსტიტუციის ამ პროექტს. იმას, რომ პროპორციული არჩევნები გადადებული იყოს 7 წლის ვადით… 7 წელიწადში ისინი 7-ჯერ მოიტყუებიან და კიდევ 3 წელი წინ აქვთ მათ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის სახით და მრავალჯერ შეცვლიან, გადაკერავენ და გადმოკერავენ საკუთარ ტანზე ამ კონსტიტუციას.

განაცხადეს, რომ აუცილებლად 2020 წელს იქნებოდა პროპორციული არჩევნები, ვენეციის კომისიას ეს პირობა მისცეს და მოატყუეს. ჩვენ რეალურად დავინახეთ, თუ რა დოკუმენტს ღებულობენ ისინი ახლა. ეს არის კრიზისის შემქმნელი კონსტიტუცია, არავინ შეეგუება ამ ძალადობას. ჩვენ მივმართავთ ყველა კანონიერ ზომას, ეს შეიძლება იყოს დღეს, ხვალ, 1 წლის შემდეგ, მაგრამ ასეთი სახის კონსტიტუციის მიღება ხელისუფლებას არ შერჩება“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

Comments
Loading...