- Advertisement -

რომან გოცირიძე: ახლა კონსტიტუციით უნდათ ადამიანების პირადი ცხოვრების კონტროლი

324

"ახალი კონსტიტუციით მთავრობა საკუთარი პოზიციების გამყარებას ცდილობს"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან, საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, ხელისუფლება პოლიციურ სახელმწიფოს აშენებს.

"შეიძლება ბევრმა არ დაიჯერა ის, რომ საქართველოში აშენებდნენ პოლიციურ სახელმწიფოს და ახლა მივდივართ დამთავრებისკენ. პირველი იყო ის რომ ჩვენს ანგარიშებზე მისცეს საგადასახადო სამსახურს წვდომა, ეს გავატარეთ, შემდეგ ფინანსური მონიტორინგის სამსახური გადავიტანეთ ეროვნულ ბანკში და ნებისმიერი ჩვენი ტრანზაქცია მთავრობის მეთვალყურეობის ქვეშაა. შემდეგ მოსმენების კანონი მიიღეს და ახლა კონსტიტუციით უნდათ ადამიანების პირადი ცხოვრების კონტროლი, რათა არ გვქონდეს იმის უფლება, რომ ქვეყანაში ხელისუფლება დემოკრატიული გზით შევცვალოთ. ეს არის უზურპაციის ყველაზე მაღალი ფორმა კონსტიტუციის დონეზე, როდესაც ხელისუფლებას საკუთარ თავზე მორგებული პოლიციური სახელმწიფო ჭირდება.

ამბობენ, რომ ამას აკეთებენ სახელმწიფოზე ზრუნვით, რეალურად, ამას აკეთებენ საკუთარ ძალაუფლებაზე ზრუნვით. ხალხზე ზრუნვის არაფერი ეტყობათ, თუ დავაკვირდებით, რამდენჯეემე იღებენ პრემიას და ხუთი ლარითაც არ გაუზრდიათ პენსია“–განაცხადა გოცირიძემ.

Comments
Loading...