- Advertisement -

რომან გოცირიძე: ბიუჯეტის ხარჯვაში ტრადიციული ჩამორჩენაა

336

"ბიუჯეტში ნაშთი 1,18 მილიარდი ლარია. 478 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე წლის დასაწყისში იყო. ეს დაუხარჯავი ფულია", – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაოვის" წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

"ბიუჯეტის ხარჯვაში ტრადიციული ჩამორჩენაა. რომ არ დახარჯონ, ლარს არაფერი დაემუქრება. მაგრამ როდის მომხდარა, რომ საღი გონებით ემოქმედათ.
ახლა არც ამათი საყვარელი თავისმართლების ძველი ფაქტორი არსებობს( საგარეო) და არც ახლახანსგამოგონილი (მოლოდინები). საფრთხე კვლავ ბიუჯეტშია: ცხრა თვეში დაიხარჯა 8,144 მილიარდი ლარი, დარჩენილ სამ თვეში უნდა დაიხარჯოს 3,271 მილიარდი. უმეტესი ნაწილის ხარჯვა ტრადიციულად ნოემბერ- დეკემბერში მოხდება. თუ ჯანდაცვის პროგრამას ვალები დაუგროვდა( რაც მოსალოდნელია), ხარჯები კიდევ უფრო მეტი შეიძლება იყოს. სამი წელიწადია ზედიზედ ერთი და იგივე ხდება და მაინც თავისას გაიძახიან, ბიუჯეტი არაფერ შუაშიაო. შუაშია კი არა, თავშია. მე გამიფრთხილებიხართ! თუმცა რა აზრი აქვს. უკვე მერამდენედ!", – აცხადებს რომან გოცირიძე.

Comments
Loading...