- Advertisement -

რომან გოცირიძე: დღეს რუსთავი 2 ფაქტობრივად ხელისუფლების დამარცხებას იწყებს

743

"დღეს საქართველოს ცხოვრებაში იწყება ახალი ისტორიული ეტაპი, როგორადაც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი დღე",-ამის შესახებ უზენაეს სასამართლოსთან გამართულ რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე რომან გოცირიძემ განაცხადა. 

"გაიმარჯვებს რუსთავი 2? გაიმარჯვებს დემოკრატიული განვიტარების პერსპექტივა და რუსთავი 2 იქნება ის, რომელიც გადაარჩენს საქართველოში თავისუფალ სიტყვას, გადაარჩენს იმ ტელევიზიებს, მედიასაშუალებებს, რომლებიც ფაქტობრივად არიან ხელისუფლების წნეხის ქვეშ. წაიღებენ რუსთავი 2-ს? ხელისუფლება გამოუტანს განაჩენს საკუთარ თავს.დღეს რუსთავი 2 ფაქტობრივად იწყებს ხელისუფლების დამარცხებას ერთსა და მეორე შემთხვევაშიც.

დღეს ძალიან მძიმე ეტაპზე ვიმყოფებით, რადგან დღევანდელმა ხელისუფლებამ დაიპყრო ყველა სტატეგიული სიმაღლეები, რაზეც კი ქვეყნის განვითარება და დემოკრატია დგას",-განაცხადა რომან გოცირიძემ. 

Comments
Loading...