მოსმენების შესახებ კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია და დიდი ალბათობით, კონსტიტუციური სასამართლო კვლავ უკან დააბრუნებს“,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტში განაცხადა.
გოცირიძის თქმით, იგი ყველა ხერხს მიმართავს, რომ აღნიშნული კანონი ძალაში არ შევიდეს.
,,მოსმენების კანონი ხელისუფლებამ ჯიუტად გაიტანა. მესამე მოსმენაა, ფაქტობრივად რედაქციული ხასიათისაა. სამი ძირითადი რამ უნდა გადაეწყვიტა ამ კანონს და ის დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო. ბიზნესს არ უნდა შეხებოდა უხეშად და ძლიერი კონტროლი უნდა ჰქონოდა ამ ახალ შექმნილ სააგენტოს.
არცერთი ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებული არაა. ჩვენ ყველა გზას გამოვიყენებთ, რომ ეს კანონი მოქმედებაში არ შევიდეს. გავასაჩივრებთ, მივმართავთ პრეზიდენტს. ყველა სამართლებრივ ფორმას გამოვიყენებთ, რომ ამ კანონმა დღის სინათლე არ იხილოს,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.