- Advertisement -

რომან გოცირიძე: ლუჟკოვი არ უნდა შემოეშვათ საქართველოში, ეს არის სირცხვილი

550

ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევია, საქართველოს ხელისუფლების მიერ მისი ქვეყანაში შემოშვება კი, სირცხვილი.

„ლუჟკოვი არის კანონდამრღვევი, როდესაც ხელისუფლება არ რეაგირებს სამართლებრივად, ეს არის უღირსი ხელისუფლება, ვინაიდან ლუჟკოვი ჩვენი კანონებით დამნაშავეა. რომ არაფერი ვთქვათ იმ პოლიტიკურ განცხადებებზე, მაგრამ განცხადების უფლება აქვს ნებისმიერ პოლიტიკოსს და როგორი განცხადებით მიმართავდა იგი საზოგადოებას თუნდაც 2008 წელს და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ჩვენ ეს კარგად ვიცით, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ის არღვევს კანონს. გარდა ამისა, ეს შეფუთულია ისევ რუსული, უკაცრავად და კაგებეშნიკური საბურველით, რომ თითქოსდა ის ეკლესიის მოწვევით, ან საეკლესიო თემატიკასთან დაკვშირებით, სამლოცველოდ ჩამოვიდა. თითქოსდა რუსული მართლმადიდებლური ეკლესია რაღაცით საქართველოზე გავლენას ახდენს, მაგრამ რუსული ეკლესიის პატრიარქმა ორიოდე კვირის წინ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის უკანონო პრეზიდენტი აღიარა და მიულოცა მას პრეზიდენტად არჩევა. ამიტომ, ამ ეკლესიის ზურგს უკან, ლუჟკოვის ჩამოსვლა კიდევ ერთი ფანდია, თუ როგორი იმპერიალისტური პოლიტიკის განმახორციელებელია რუსეთის მთავრობა და რუსეთის ეკლესია. ამიტომ, არ უნდა მოვტყუვდეთ, ლუჟკოვი არ უნდა შემოეშვათ საქართველოში, ეს არის სირცხვილი“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.

Comments
Loading...