- Advertisement -

რომან გოცირიძე მეუფე იაკობის განცხადებებზე: დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება

9

“მჯერა და არ მჯერა, ეს არის რწმენის საკითხი, მაგრამ მოხდა თუ არ მოხდა, ეს არის გამოძიების საკითხი. უმძიმესი ფაქტებია მოყვანილი, მათ შორის, დასახელებულია ხელისუფლების უმაღლესი პირები, გამოძიების არდაწყება ნიშნავს პირდაპირ დანაშაულის აღიარებას. ის განცხადება თითქოსდა ეს ყოფილიყო არაფხიზელ მდგომარეობაში გაკეთებული, არის სამართლებრივად აბსოლუტური სისულელე, ვინაიდან ნებისმიერი ადამიანი, ვისაც დანაშაული ჩაუდენია იტყვის, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში ჩაიდინა, ან გააკეთა ეს განცხადება. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ აწყობდა ვითომ სახელმწიფო გადატრიალებას საბურავებით, რომ დაამონტაჟეს საუბარი ის ყველა საუბარი იყო არაფხიზელ მდგომარეობაში გაკეთებული.
აი ახლა ვიტყვი მე, რომ უნდა დავამხოთ ეს 8 წლის განმავლობაში საქართველოს დამანგრეველი ხელისუფლება და მოვაწყოთ რევოლუცია, ოღონდ წინასწარ გეუბნებით, 2 ჭიქა არაყი მაქვს დღეს დილით დალეული, ეს იქნება გამამართლებელი საბუთი?! რა თქმა უნდა, ეს არის არასერიოზული განცხადება, ხოლო იქ მოყვანილია უმძიმესი ფაქტები. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება” -განაცხადა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.
The post რომან გოცირიძე მეუფე იაკობის განცხადებებზე: დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...