- Advertisement -

რომან გოცირიძე: მთავრობამ ხაზინის ანგარიშზე არსებული ნაშთები შეჭამა

239

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

"თუ ხუთი წლის წინათ, წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული იყო დაახლოებით ორი მილიარდი ლარი, ზრდის ნაცვლად მისი მოცულობა 558 მილიონ ლარამდე შემცირდა. აქედან, ფული ხაზინის ანგარიშზე არის ნული. რაც დარჩა, ყველა გასესხებულია კომერციულ ბანკებზე.

ბიუჯეტი რჩება ქვეყნის რესურსების განიავებისა და ფინანსური არასტაბილურობის მთავარ წყაროდ.
ამ ხუთ წელიწადში შეიქმნა ახალი, ელიტარულ მილიონერთა კლასი, რომლის შემოსავლის მთავარი წყარო არის ბიუჯეტთან პრივილეგირებული წვდომა.
ქვეყანა ახლა უფრო ღარიბია, ვიდრე იყო რამდენიმე წლის წინ", – წერს რომან გოცირიძე facebook-ში და ფოტოს აქვეყნებს.

Comments
Loading...