- Advertisement -

რომან გოცირიძე: მთავრობამ მომავალ არჩევნებამდე დაივიწყა ხალხი

332

ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მთავრობამ წარადგინა არ განსხვავდება პირველი პროექტისგან"- ამის შესახებ ჟურნალiსტებთან საპარლამენტო ფრაქცია"ნაციონალური მოძრაობას" თავმჯდომარემ, რომ გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის განმარტებით, 2018 წლის ბიუჯეტი არის დაუბალანსებელი და მასში განმეორებულია ძველი შეცდომები.

„ბიუჯეტი 38 მილიონით არის გაზრდილი, ამობდნენ, რომ ფული არაა, მაგრამ გამოძებნეს, რომელიც დაწვრილმანებით გადანაწილდა სხვადასხვა მმართულებით, მაგრამ ყველამ იცის, რომ პენსია არ მატულობს. ბოლო ორი წლის განმავლობაშიც არ მოუმატია, თუნდაც, რომ ჩაწერონ 10, ან 20 ლარი ეს მაინც იქნება იმის გარანტია, რომ 2019 წელს მაინც გაიზრდება პენსია, ამასაც კი არ აკეთებენ და როგორც ჩანს, საერთოდ არ აინტერესებთ პენსიების ზრდა და მომავალ არჩევნებამდე დაივიწყეს ხალხი. ეს არის დაუბალანსებელი ბიუჯეტი და იმეორებს იმ შეცდომებს, რაც იყო ლარის გაუფასურების ერთ–ერთი წყარო. ეს ბიუჯეტი, ვერ შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ გაუმჯობესებას“–განაცხადა გოცირიძემ.
 

Comments
Loading...