- Advertisement -

რომან გოცირიძე: საკუთარი სურვილით წასული მინისტრი გინახავთ თქვენ?!

12

“მიხეილ ბატიაშვილი მოხსნეს, რა თქმა უნდა. საკუთარი სურვილით წასული მინისტრი გინახავთ თქვენ?! მას შემდეგ რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო ია კერზაიას საქმე, მინისტრი მუდამ იქნებოდა დარტყმის ქვეშ. გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკური სიმძიმე მოეხსნათ ამ საკითხისათვის, მაგრამ ერთი მინისტრის წასვლა არაფერს უშველის, რადგან მეორე მინისტრი, ვინც მას დაავალა წინასაარჩევნოდ ამ რეპრესიების ჩატარება, დღეს უკვე არის პრემიერ-მინისტრი,” – განაცხადა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, რითაც გამოეხმაურა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის უკვე ყოფილი მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას.
The post რომან გოცირიძე: საკუთარი სურვილით წასული მინისტრი გინახავთ თქვენ?! appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...