რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილი მოსიარულე საფრთხე გახდა

39

“სალომე ზურაბიშვილის მიერ სომხურ მოსახლეობაში წინასაარჩევნოდ თურქული თემის შემოგდება არის სრული კრეტინობა”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი “მოსიარულე საფრთხე გახდა”.

“ეროვნული მოძრაობის პერიოდში, ადგილობრივი და ცენტრალური საბჭოთა ხელისუფლების მთავარი არგუმენტი საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იყო ის, რომ თურქეთი დაგვიპყრობს. ეს არგუმენტი სერიოზულად აღიქმებოდა ხალხის მიერ. სამცხე-ჯავახეთის სომხურ მოსახლეობაში ეს შიშები გაასმაგებული იყო ისტორიულ გარემოებათა გამო და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც მათი უსაფრთხოების გარანტად მიაჩნდათ რუსეთის სამხედრო ბაზები. სალომე ზურაბიშვილის მიერ სომხურ მოსახლეობაში წინასაარჩევნოდ თურქული თემის შემოგდება არის სრული კრეტინობა. ეს ქალბატონი მოსიარულე საფრთხე გახდა”, – აცხადებს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის. “წინა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ თქვენ არ მოგცათ”, – ასე მიმართა “ქართული ოცნების” მხარდაჭერილმა, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში გამართული შეხვედრისას ადგილობრივ მოსახლეობას.

 

Comments
Loading...