- Advertisement -

რომან გოცირიძე: სასამართლოს თავმჯდომარის შავ-ბნელ საქმეებს 15 წლის წინ “60 წუთში” ვუყურებდი

639

 

"ეს მოსამართლეებიც ხომ შევარდნაძის სკოლა გამოვლილები არიან, ის ქალბატონი რომელიც პრეზიდენტმა დაგვასვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ  რამდენჯერ იყო თქვენს ეთერში, ჯერ კიდევ 15 წლის წინ 60 წუთში ვუყურებდი მის ასე ვთქვათ შავ-ბნელ და კორუფციულ საქმეებს, რუსთავი 2 იყო მამხილებელი ამ ადამიანების",-ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი რომან გოცირიძე უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-თან დაკავშირებული გადაწყვეტლების შეფასებისას აცხადებს.

"რესტავრაცია მოხდა შევარდნაძის კორუმპირებული კარდები დაბრუნდა ხელისუფლებაში, დაინერგა თვითმმართველობის ორგაოში, პარლამენტში, ფაქტობრივად განხორციელდა კონტრრევოლუცია, შევანშიზმი განხორციელდა და საქართველოს აბრუნებენ საბჭოთა კორუმპირებული წარსულისაკენ, მაგრამ ნურას უკაცრავად ვერ დაგვაბრუნებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ვართ მართალი",-განაცხადა რომან გოცირიძემ. 

Comments
Loading...