- Advertisement -

რომან გოცირიძე: საქართველო ერთ-ერთი ლიდერია ევროპაში მინისტრის მოადგილეების რაოდენობით

348

"საქართველოში მოადგილეების კულტია. ყველა უფროსს რამდენიმე მოადგილე ჰყავს. სახელმწიფო აპარატში მხოლოდ მოადგილეების შემცირებთ ათეულ მილიონობით ლარი დაიზოგებოდა",- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.

რომან გოცირიძის თქმით, "საქართველო ერთ-ერთი ლიდერია ევროპაში მინისტრის მოადგილეების რაოდენობით".

"მაგალითად, ისრაელში 21 მინისტრია და მას მხოლოდ 7 მოადგილე ჰავს. ჰოლანდიაში 11 სამინისტროდან მხოლოდ ცხრას ჰყავს თითო მოადგილე. იტალიაში 13 სამინისტროდან მხოლოდ 5 მინისტრს ჰყავს მოადგილე. თუმცა, ცუდი ევროპული მაგალითების მოყვანაც შეიძლება. განსხვავებული მდგომარობაა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. მაგალითად, ბელორუსში 19 სამინისტროში დასაქმებულია მინისტის 63 მოადგილე. ამ მხრივ საქართველო ლიდრობას არავის უთმობს. 19 მინისტრს 88 მოადგილე ჰყავდა. მხოლოდ თითო მოადგილის დატოვებით და დანარჩენის შემცირებით სულ მცირე 9 მილიონი ლარი დაიზოგებოდა.

საქართველოში მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კმაყოფაზე 240 უწყებაა( ე. წ. საჯარო სამართლის იურიდიული პირი). მოდგილეების რაოდენობა არის სულ მცირე 480. მათი შემცირებით თანხების ეკნომია იქნებოდა 21 მილიონი ლარი. სულ, მინისტრის მოადგილეებისა და სახელმწიფო სიპ-ების უფროსების მოადგილეების შემცირებით დაიზოგებოდა 30 მილიონი ლარი( გაანგარიშებაში შედის მხოლოდ მოადგილის, მძღოლის, მანქანისა და მდივნის ხარჯები). ადგილობრივ დონეზე რამდენი ასეული სიპია და სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე რამდენი ასეული აიპი( არასაჯარო სამართლის იურიდიული პირი) არავის დაუთვლია. ქვეყანა უსაქმურობაში ხარჯავს ასეულ მილიონ ლარს. მერე უკვირთ, რატომ "არა აქვთ" პენსიების მოსამატებელი ფული",- აცხადებს გოცირიძე.

Comments
Loading...