- Advertisement -

რომან გოცირიძე: საქართველოს ხელისუფლებამ აზერბაიჯანის მთავრობასთან უკანონოდ ითანამშრომლა

455

"რაც არ უნდა თავი იმართლოს საქართველოს ხელისუფლებამ, შეუძლებელია მსგავსი სპეცოპერაციის ჩატარება, თუ ეს ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ არის“,-ამის შესახებ "ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე ქვეყნის იმიჯისთვის საზიანოა.

"საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სუვერენიტეტი შელახა, ქვეყანას ეროვნული ღირსება შეულახა და ფაქტობრივად, მან უკანონოდ ითანამშრომლა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან. ეს ფაქტი სასწრაფოდ გამოსაძიებელია, ხოლო მანამდე საქართველოს ორი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი თანამდებობიდან უნდა გადადგეს. ვიღაცა უნდა დაისაჯოს, მსგავსი თუნდაც სამსახურებრივი ჩავარდნის გამო,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

Comments
Loading...