- Advertisement -

რომან გოცირიძე: სინოდმა ფაქტობრივად დაადასტურა ყველა ის ეჭვი, რაც საზოგადოებაში იყო

26

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს
იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ მეუფე იაკობმა თქვა სისულელე, გენერალური პროკურორის განცხადება, რომ მეუფე იაკობის ნათქვამი არის ბოდვა, ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას არ სურს საკუთარი დანაშაულის გამოძიება. გამოძიების არდაწყება ტოლფასია ამ დანაშაულის აღიარებისა, რომელსაც აუცილებლად გამოიძიებს სხვა ხელისუფლება,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ: მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“. ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. აღნიშნული განცხადება მან 28 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ამასთან, მეუფე იაკობი 28 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგა.
გუშინ, საპატრიარქოში  წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს, ხოლო  წმინდა სინოდმა მეუფე იაკობს გაფრთხილება მისცა.
 
The post რომან გოცირიძე: სინოდმა ფაქტობრივად დაადასტურა ყველა ის ეჭვი, რაც საზოგადოებაში იყო appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...