''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ვენეციის კომისიისთვის თვალის ახვევას ცდილობს.
,გაურკვეველია რატომ გაახსენდათ ოპოზიციის აზრი და რატომ წამოიწია წინ ოპოზიციასთან კონსულტაციამ. ფაქტია, რომ შეწუხებულია ხელისუფლება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, რომ ოპოზიციური პარტიები ჩავიდნენ სტრასბურგში და მოხდეს პირდაპირი საუბარი ვენეციის კომისიასთან სადაც გამჟღავნდება ამ ხელისუფლების მთელი მანკიერება რაც მათ ჩაიდინეს საკონსტიტუციო პროცესში. ,"-განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ლიდერმა, რომან გოცირიძემ ტელეკომპანია ,,პირველთან" გოცირიძის განცხადებით, კონსულტაციების შეთავაზება ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციისთვის, ვენეციის კომისიისთვის თვალის ახვევის მცდელობაა.
,,შექმნეს ერთი დოკუმენტი მოატყუეს ვენეციის კომისია და შემდეგ პარლამენტმა მიიღო ეს. ჩვენ ყოველთვის ვმონაწილეობთ იქ, სადაც კონსტრუქციული დიალოგია. ჩვენ არასდროს არ ვამბობთ უარს საერთაშორისო ბერკეტების გამოყენებაზე. რა თქმა უდნა, ჩვენ წავალთ სტრასბურგში.
ეს ინიციატივა რომელიც ახლა გაახმოვანეს. ეს ფაქტობრივად არის რაღაც კონსესუსის მოძებნის იმიტაცია. ეს არის მცდელობა თვალის ახვევა ვენეციის კომისიისთვის, რომ ხელისუფლება გამოდის რაღაცა ინიციატივით, ოპოზიციასთან დიალოგით და მეორე მიზანი არის რომ განხეთქილება შეიტანოს ოპოზიციაში და ერთსულოვანი არ იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები ვენეციის კომისიის წინ,"-განაცხადა გოცირიძემ,