- Advertisement -

რომან გოცირიძე: ხელისუფლებას ოპოზიციის ფასადად გამოყენება სურს

497

"იმ კომისიაში, რომელსაც პარლამენტი ქმნის და რომელსაც საყოველთაო განხილვის კომისია ჰქვია, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას. ეს არის აბსოლუტურად ფორმალური კომისია",-განაცხადა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებას სურს, ხალხს ილუზია შეუქმნას, რომ მთელი ქვეყანა საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად განიხილავს კონსტიტუციას.

გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებას სკაონსტიტუციო განხილვებში ოპოზიციის გამოყენება ფასადად სურს.

"ხელისუფლებას უნდა, რომ გამოგვიყენენონ ფასადად და შექმნან ილუზია, თითქოსდა მთელი ქვეყანა საპარლამენტო უმრვალესობასთან ერთად იხილავს კონსტიტუციას. თითქოს საზოგადოებას უნდა შევუქმნათ ილუზია, რომ ჰარმონიულად ვთანამრომლობთ უმრავლესობასთან და ეს კონსტიტუცია თითქოს ჩვენთვის მისაღებია.

ვფიქრობთ, საჭიროა სახალხო განხილვა, რომელშიც ყველა პარტია მიიღებს მონაწილეობას, გარდა ერთისა. ჩვენ დაველაპარკეებით ხალხს და ვეტყვით , რომ ეს კონსტიტუცია არის მათთვის საზიანო“,- აღნიშნა რომან გოცირიძემ.

Comments
Loading...