- Advertisement -

რომან გოცირიძე: ხვალ საქართველოს პრეზიდენტი რომელიმე ყურმოჭრილი დეპუტატი გახდება

662

 

"ნებისმიერი განხილვა კონსტიტუციის ეს არის უფლება საზოგადოების და მათ შორის პრეზიდენტის. ისეთი კონფრონტაციული განცხადება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა , ის რომ პრეზიდენტს აუკრძალო კონსულტაციები, ეს არის აუტანელი,“ – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან. მისი თქმით ხელისუფლება ამჯერად შეტევას პრეზიდენტის ინსტიტუტზე ახორციელებს. 

"მიმდინარეობს ტოტალური შეტევა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტზე. დარჩა ერთადერთი საპრეზიდენტო ინსტიტუტი, რომელსაც ანგრევენ. აუქმებენ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის წესს და ხვალ რომელიმე ყურმოჭრილი დეპუტატი გახდება საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტის ინსტიტუტზე შეტევა ნიშნავს, საქართველოში საბოლოოდ დაასამარონ ხელისუფლების განაწილების დემოკრატიული პრინციპი და დამყარდეს ერთ მმართველობა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ. 

Comments
Loading...