- Advertisement -

რომან გოცირიძის ინიციატივა: შობა აღვნიშნოთ 25 დეკემბერს

513

საპალამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ქრისტეს შობის დღსასწაულის 25 დეკემბერს აღვნიშვნის ინიციატივით გამოდის.

"საქართველოს საბოლოო ჩამოცილება რუსეთისაგან მოხდება მაშინ, როცა შობის დღესასწაულის აღნიშვნა მოხდება 25 დეკემბერს. ეს იქნება საქართველოს ეკლესიაში დიდი რეფორმების დაწყების მანიშნებელიც.

დღეისათვის თხუთმეტი მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიიდან ათი შობას ზეიმობს 25 დეკემბერს.

ამ თარიღის შეცვლა იქნება ასევე ევროპაში არა მხოლოდ ფიზიკური ( ვიზები), არამედ სულიერი დაბრუნების მანიშნებელიც", – ამის შესახებ რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

Comments
Loading...