- Advertisement -

რურუა: ექსპორტის პირველ 5-ეულში უცხოელებზე მიყიდულ მიწებზე გახსნილი კომპანიების პროდუქტებია

437

"მიწის გაყიდვის აკრძალვა უცხოელებზე წარმოადგენს ფსბ-ს მითის წარმატებულ რეალიზაციას აქ (მაგვარად მითისა "ვაზი გაჩეხეს!" ან "ქართველობას გვართმევენ!") და ქართველების მითიურ აზროვნებაში გაჭედვას, ისევე როგორ რეალური პრობლემებიდან ირაციონალურ შიშებზე ფიქსაციას",-ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ნიკა რურუა სოციალურ ქსელში წერს. 

"P.S. ქართული ექსპორტის პირველ ხუთეულში სწორედ ის პროდუქტებია – თხილი და ღვინო – რომელიც უცხოელებზე მიყიდულ მიწებზე გახსნილ კომპანიებშია მოყვანილი (მაგალითად, "ნესტლე", "ფერერო-როშე") და ჩვენს ეკონიმიკაში სერიოზური წვლილი შეაქვთ.

ასევე, მოქმედი კონსტიტუციით სახელმწმფო სახელმწიფოს ყოველთვის აქვს უფლება ნებისმიერი საკუთრების ჩამორთმევისა აუცილებლობის შემთხვევაში სამართლიანი კომპენსაციის გზით",-წერს ნიკა რურუა. 

Comments
Loading...