"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა რურუა ჟურნალისტებთან საუბრისას საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს, რომელიც 2 მოსმენით პარლამენტმა უკვე მიიღო, ფრანკენშტეინის პროექტი უწოდა და განაცხადა, რომ ის ვერ გააგრძელებს არსებობას.
"ფრანკენშტეინის პროექტი, რომელიც ასეა: ერთი ხელი სხვა ქვეყნიდან არის, მეორე ფეხი საიდანღა, თავი საიდანღაც, არის ასეთი მახინჯი რომბოტი, რომელიც ვერ იცოცხლებს. ასეთია დღეს იქ შეტანილი პროექტი. ამიტომ მათ კონკრეტული წინადადება აქვთ. თუ შეძლეს და ამ კეთილგონივრულ, ქვეყნისთვის სასიკეთო რამეს დაეთანხმენ მხოლოდ მოიგებენ ისინიც და ქვეყანაც"- განაცხადა ნიკა რურუამ.