რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ინფორმაცია, რუსეთიდან აფხაზეთში საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-300-ის გაგზავნის შესახებ ინფორმაციას სინამდვილეს არ შეესაბამება.
"პროპაგანდისტული ხმაურის გამომწვევი მიზეზი ყოველივეა: აფხაზეთის კანონიერი გადაწყვეტილება საქართველოსთან საზღვარზე გამშვები პუნქტების რაოდენობის ოპტიმიზაციის შესახებ, ორმხრივი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სამხრეტ ოსეთის მოქალაქეებს რუსულ არმიაში მსახური ინდივიდუალური კონტრაქტების მეშვეობით შეეძლება და კიდევ ერთი ფანტასტიკური ისტორია – რუსული სამხედრო კოლონას სომხეთში ჩასვლა საქართველოს გავლით", – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებაში აღნიშნავენ, რომ მთელი ეს პოლიტიკური სპექტაკლი სპეციალურად, 28-29 მარტისთვის დაიდგა, როცა ჟენევის ფორმატის დისკუსიები უნდა ჩატარდეს.
"როგორც ჩანს, თბილისი დიალოგის საბოტაჟს უკვე ჟენევის ტერიტორიაზე გააგრძელებს. ასე რომ, აი უკვე წინასწარ ფორმირდება შესაბამისი კონფრონტაციულ-ისტერიული ატმოსფერა.
ამასთან დაკავშირებით, გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ რუსული დელეგაცია შვეიცარიაში, კავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხების შესახებ, მშვიდი და პროდუქტიული დისკუსიების გამართვის მიზნით მიემგზავრება", – აღნიშნულია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში საზენიტო დანადგარების გათავსების და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჯარისო შენაერთების გაერთიანების შესახებ ე.წ. შეთანხმების საკითხს ხელისუფლება ყველა საერთაშორისო ფორმატში დააყენებს. მისივე თქმით რუსეთის აგრესიული ქმედებები საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დაგმობას საჭიროებს.
აფახაზეთის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციის მხრიდან დამატებითი საზენიტო-სარაკეტო დანადგარების შეტანას და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჯარისო შენაერთების გაერთიანების შესახებ ე.წ. შეთანხმების საკითხს საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გამოეხმაურა.