- Advertisement -

რუსთაველის გამზირზე საგაზაფხულო სამუშაოები განახლდა

734

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საგაზაფხულო სამუშაოები განახლდა. მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „გრინ სერვის+“ -თან ერთად მარადმწვანე დეკორატიულ ბუჩქებს რგავს.

მერიის ინფორმაციით, სულ დაირგვება ათასამდე ძირი გართხმული ღვია, ტუია სმარაბდი, ჯუჯა ფოტინია, ლავანდა, წყავი, ძახველი, როზმარინი, ეონიმუსი, ჩიტავაშლა, იუკა. რუსთაველის გამზირის მწვანე თარგების განახლების სამუშაოები მარტის ბოლოს დასრულდება.

Comments
Loading...