- Advertisement -

რუსთაველის თეატრმა კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამოს უმაპინძლა

558

2017 წლის 25 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის დიდ დარბაზში გაიმართა ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო – "ლექსო, არ დაიკარგები".

როგორც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრიდან იუწყებიან, საღამოზე წარმოდგენილი იქნა ავთენტიკური ხალხური ხელოვნების ფართო სპექტრი: პოეტური ფოლკლორის ძველი და ახალი ნიმუშები, იუმორი, ხალხური სიმღერა და ცეკვა.

საღამოს უძღვებოდნენ: ფოლკლორისტები – ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული.

Comments
Loading...