- Advertisement -

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი: დაბინძურებული ხორცი ბავშვებამდე არ მისულა

672

რუთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი აცხადებს, რომ ხორცი, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა და მასში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოაჩინა, ბავშვებამდე არ მისულა. როგორც ეკა ხუციშვილმა "აიპრესს" განუცხადა, საკვების მომზადების დროს მზარეულს გარკვეული ეჭვი გაუჩნდა და მათ სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუყონებლივ მიმართეს. 

"ბავშვებს საფრთხე არანაირად არ დაუქრებიათ და არც დაემუქრებით, იმიტომ რომ სანამ ბავშებთან გავა საკვები მანამ მოწმდება ყველანაირად და ჩვენ მივმართეთ სწორედაც, როცა რაღაც ეჭვი განჩდა. ჩვენ ვიზუალურად რასაც ვხედავთ, იმაზე ვაკეთებთ რეაგირებას. ლაბოტორია ბაღების გაერთიანებას არც ერთს არ აქვს, რომ ლაბორატორიული კვლევები ჩავატაროთ, სწორედ ამიტომ მივმართეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს. მადლობა ღმერთს ჩვენ ეს სწორად გავთვალეთ ზუსტად როდის უნდა შეგვემოწმებინა ხორცი, თუცა ეს ხორცი მხოლოდ და მხოლოდ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით შემოვიდა და სხვა საფრთხე მასში არ არის. ეს ჩხირი აქედან გამოდინარე აქვს იმ ხორცს. 

თუმცა ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიც არის ნაწლავური ინფექციები, შესაძლებელია მოწმვლა, მუცლის ტკვივილი და მსგავსი დაავდებებისა და სიმტომების განვითარება…

-ჩვენ ასეთი არაფერი ბაღში არ გვიფიქსირდება, ეს ხორცი ბავშვებთან არ გასულა. ის არის სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მიერ დალუქული და შესაბამისი ღონისძიებები გატარებულია. 

რაც შეეხება კომპანიას არის ძალიანკეთილსინდისიერი მომწოდებელია, მე არ გამოვრიცხავ, რომ თუნდაც მათგან დამოუკიდებლად მომდარიყო სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დარღვევა და მხოლოდ ამის შედეგი იყოს ეს ნაწლავური ჩხირის დადგენა. ჩვენ მათთან გასული წლიდან ვთანამშომლობთ. 

ზუსტად ვერ გეტყვით, რა გზას გადის ეს ხორცი სანამ ჩვენთან მოვა, ყოველ შემთხვევაში ჩვენთან მოვიდა სტანდარტის დაცვით, თუმცა ეჭვი გაგვიჩნდა, რომ გადაგვემოწმებინა. 

თუ სტანდარტის დაცვით მოგაწოდეს, მაშინ შენახვის ან დამზადების პირობები არ უნდა ყოფილიყო დაცული, ხომ?

ეს უკვე ჩემს კომპეტენციაში არ არის, ეს სხვა ორგანოების კვლევის თემაა. ბავშვებამდე ეს ხორცი არ მისულა, ეს იქნებოდა კრიმინალი. 

ეს ხორცი შემოვიდა საღამოს, როცა ხორცი შემოდის კონტეინერებით იწონება და მაცივარში რჩება მეორე დილამდე, იქამდე, სანამ ხორცის დამუშავება არ მოხდება საკვების მოსამზადებლად.  საკვების მომზადების პროცესში, რომ უნდა გამოცლილიყო ძვალი და რბილობი ერთმანეთისგან, დაშორებულიყო, ერთ-ერთი საბავშვო ბაღის მზარეულს გაუჩნდა ეჭვი, რომ არ იყო დამაკმაყოფლებელი, ამიტომ მივიღეთ ასეთი მყისიერი ღონისძიებები. 

4 საბავშვო ბაღში შედიოდა ეს ხორცი, არც ერთ ბაღში არ მისულა ბავშვებამდე?

არც ერთ ბაღში, იმიტომ რომ სადილი რომელიც უნდა გავიდეს ბავშვებთან 1-ის ნახვრიდან 1-ელ საათამდე უნდა მივიდეს მათთან. ჩვენ სეს-ს მივმართეთ სადღაც 10-ზე, 11 -ის 15 წუთისკენ, მაშინ, როცა ხორცის დამუშავება მიდიოდა და არა საკვებად გაშვება. 

წეღან ახსენეთ, რომ შესაძლოა მათ სრული სტანდარტებს დაცვით მოგაწოდეს ხორცი, ანუ შესაძლოა, უშუალოდ ბაღში ქონდა ადგილი რაიმე დარღვევას?

ბაღში ვერ იქნებოდა დარღვევა, იმიტომ რომ სეს-ის თანამშრომლები პერმანენტულად ამოწმებენ ჩვენს კვების ბლოკებს, ნებისმიერ დროს შეუძლიათ შევიდნენ. 

ე..ი. თავად ბიზნესოპერატორს ჰქონდა დარღვევა, სწორედ მისი დაჯარიმება მოხდა

დიახ, ჯარიმა სწორედ მათ მიიღეს. 

რამდენი ხნის განმავლობაში ამარაგებდა ეს კომპანია ბაღებს? 

მეორე წელია. აქამდე არასდროს მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ეს ხალხი კეთილსინდისიერი მიმწოდებელია და თავად არიან დაინტერესებულნი ,რომ უვნებელი პროდუქცია შემოიტანონ. 

თუმცა რამდენად დაზღვეულები არიან ბავშვები იმისგან, რომ აქამდე არ შესულა მათთან დაბინძურებული ხორცი, ანუ წინასწარ რამდენად ხდება ხოლმე ამის დადგენა?

საერთოდ ქვეყანაზე დაზღვეული არავინ არაფრისგან არ არის. მაგრამ თუ აქამდე შევიდოდა, თქვენ თავად ბრძანეთ, რომ ეს ნაწლავური ბაქტერია იწვევს ინფექციას, ღებინების, სიცხის გამომწვევია, ასეთი რამ ჩვენს ბაღებში არასოდეს დაფიქსირებულა, თორემ გექნებოდათ ინფორმაცია. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რუსთავის საბავშვო ბაღების გაერთიანების მიმართვის საფუძველზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავის მუნიციპალიტეტში არსებული 4 საბავშვო ბაღის კვების ბლოკიდან ლაბორატორიული კვლევისთვის ხორცის ნიმუშები აიღო.

კვლევის შედეგებით, ხორცი დაბინძურებული აღმოჩნდა ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით. შპს „ბადა“ კი რომელიც ბაღებს ხორცით ამარაგებს დაჯარიმდა. 

Comments
Loading...